ხუთშაბათი
2025-01-16
4:06 AM
 
მხოლოდ ქართულად დუბლირებული ფილმები
 
მოგესალმები სტუმარი | RSSმთავარი | | რეგისტრაცია | შესვლა
საიტის მენიუ
სექციის კატეგორიები
კომედია [64]
საახალწლო [13]
ანიმაციური [45]
ისტორიული [19]
რომანტიული [16]
დეტექტივი [18]
სათავგადას... [37]
კრიმინალური [29]
საომარი [22]
საშინელება [24]
დრამა [54]
ტრილერი [38]
ბოევიკი [18]
moviessite-ფილმები [3]
ვიდეო გაკვეთილები [4]
ტელეგადაცემები [2]
სპორტი [19]
სიახლეები [11]
საოჯახო [22]
დოკუმენტური [13]
ვესტერნი [5]
მიუზიკლი [3]
მელოდრამა [14]
ჩვენი გამოკითხვა
რომელი ფილმი სჯობს?
სულ პასუხი: 32525
რეკლამის ადგილი
მინი-ჩეთი
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 18
სტუმარი: 18
მომხმარებელი: 0
მთავარი » 2014 » აპრილი » 5 » რა უნდა ვიცოდეთ მზესუმზირის შესახებ?
5:35 PM
რა უნდა ვიცოდეთ მზესუმზირის შესახებ?
მზესუმზირის მარცვლების კნატუნი უამრავი ადამიანისთვის თავშესაქცევი და საყვარელი საქმიანობაა. რაც მეტს მიირთმევ, უფრო მეტი გინდა და გაჩერება გიჭირს. ამ ჯადოსნურ მარცვლებს თავისი დადებითი და უარყოფითი თვისებები აქვთ, თუ გსურთ მეტი გაიგოთ, აუცილებლად განაგრძეთ სტატიის კითხვა.

არცთუ ისე დიდი ხნის წინ ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მზესუმზირას თესლები ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს ფიტოსტერინს, რომელსაც აქვს ქოლესტერინის დონის გაკონტროლების უნიკალური თვისება. მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! მაგნიუმის მაღალი შემცველობის გამო, მზესუმზირა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის უებარია. ამას გარდა შეიცავს თუთიას, იოდს, სელენს, კალიუმს, ფოსფორს, რკინას...

მთავარი განძის, ცხიმოვანი მჟავების გარდა, ამ პაწაწინა მარცვლებში დიდი რაოდენობით შედის სხვადასხვა ვიტამინიც. მათგან გამოვარჩევდით ა და ე ვიტამინს, რომელიც ლამაზი კანის, თმისა და ფრჩხილებისთვის აუცილებელია.

აღსანიშნავია, რომ ძუძუთი კვების დროს მზესუმზირის მიღება ზრდის როგორც რძის რაოდენობას, ასევე მის ცხიმიანობას. ამასთანავე, მზესუმზირა არაჩვეულებრივი, ბუნებრივი ანტიდეპრესანტია: მისი კნატუნის დროს გადაღლილი დედა ნერვებსაც დაიწყნარებს და გუნებასაც გამოიკეთებს. თუმცა დედებს აუცილებლად მოუწევთ სიფრთხილის გამოჩენა - მზესუმზირამ შესაძლოა ალერგია გამოიწვიოს ჩვილებში. თუ ეს არ მოხდა და პატარა კარგად ეგუება დედის გასტრონომიულ ჩვევებს, მაშინ საშიშიც არაფერია.

მაგრამ...  დიახ, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი სიკეთისა, მაინც არის უარყოფითი მხარეებიც.  ყველა ის სასარგებლო ნივთიერება და მჟავა, რაც ასე ძვირფასს ხდის ამ პროდუქტს, მოიპოვება მხოლოდ და მხოლოდ გამომშრალ, მაგრამ არა მოხალულ მარცვლებში. თერმული დამუშავებისას ცხომოვანი მჟავები და ვიტამინები იშლება და სარგებლის ნაცვლად შესაძლოა მავნებელიც კი იყოს. 

გაითვალისწინეთ რომ გაურეცხავი მზესუმზირა უამრავი პარაზიტის და ჭუჭყის მატარებელია. მირთმევის წინ აუცილებელია კარგად გაირეცხოს და გაშრეს, ან ძალიან  მსუბუქად მოიხალოს. მარცვლების ჩენჩო კბილის ემალს აზიანებს და ნაწლავებსაც აბინძურებს, ამიტომ სასურველია ხელით გაირჩეს ან უკვე გარჩეული შეიძინოთ და შემდეგ გარეცხოთ (თუ შეუფუთავია).

მზესუმზირა, სხვა მცენარეების მსგავსად ისრუტავს ყველაფერს, რაც მის გარშემოა. ამიტომ აუცილებელია მივაქციოთ ყურადღება მის ეკოლოგიურ სისუფთავეს. არასოდეს მოვწყვიტოთ ტრასის პირას გაზრდილი მცენარე.

და ბოლოს, ყველაზე მტკივნეული  და არაჰიგიენური საკითხი, რაც მზესუმზირას უკავშირდება - მისი ჩენჩოებით გადავსებული სკვერებია. არც ისე ძნელია ჩენჩოების პაკეტში ჩაყრა და შემდეგ ნაგვის ურნაში გადაგდება.


წყარო/Source: http://www.ambebi.ge/mozaika/100671-ra-unda-vicodeth-mzesumziris-shesakheb.html#ixzz33ltPAWhY
კატეგორია: სიახლეები | ნანახია: 668 | დაამატა: carlos | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
შესვლის ფორმა
ძებნა
რეკლამა სააიტზე
კალენდარი
«  აპრილი 2014  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930
ჩანაწერების არქივი
საიტის მეგობრები
  • Official Blog
  • uCoz Community
  • FAQ
  • Textbook
  • საიტი შეიქმნა აკაკი გელაშვილის მიერ @2025